ქვემო ქართლში კოვიდინფიცირების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 229 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,  ბოლო 24 საათში 2 993 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 პაციენტი. ქვემო ქართლში 5 ახალი შემთხვევა აღირიცხა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 5 460 ტესტი, ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,19%, ბოლო 14 დღის – 4,39%, ბოლო 7 დღის – 3,43%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 646 545 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 621 396 გამოჯანმრთელდა, 16 720 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 853 264 აცრა, დღიურად აცრილია 201.

ამასთან, 26 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 357 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 237 პაციენტი, გარდაიცვალა ოთხი.