ქვეყანაში ეპიდვითარების დასტაბილურების პარალელურად, ჯანდაცვის სამინისტრომ რეგიონში საწოლფონდის რესურსი შეამცირა.
როგორც ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ სამსახურში TV4-ს განუცხადეს, სტატისტიკის შემცირების გამო, სტაციონარსა და ამბულატორიულ მომსახურებაზე მოთხოვნამ იკლო და ქვემო ქართლში ამ დროისთვის 500-მდე საწოლია მობილიზებული.
სააგენტოს რეგიონული სამსახურის კოორდინატორის, თეა ბაკაშვილის ინფორმაციით, კოვიდპაციენტების რიცხვი შემცირდა სტანციონარშიც. უახლოეს დღეებში ქვემო ქართლში ცალკეული კოვიდკლინიკების გაუქმებაც იგეგმება.