საქართველოში კორონავირუსის 590 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან ქვემო ქართლში 20 შემთხვევა აღირიცხა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 247 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ათი პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 20 918 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,82%, ბოლო 14 დღის – 5,14%, ბოლო შვიდი დღის – 3,86%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 645 301 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 611 688 გამოჯანმრთელდა, 16 698 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 850 298 აცრა, დღიურად აცრილია 1 687.