ომის მე-18 ღამე უკრაინაში – დაბომბილი ქალაქები და სამოქალაქო ობიექტები. საოკუპაციო ძალებმა საჰაერო თავდასხმა განახორციელეს ლვოვთან ახლოს, სადაც უკვე რამდენიმე საათია განგაშის სიგნალია ჩართული. ერთ-ერთი იერიშის სამიზნე სამშვიდობო და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრი გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, მათ 8 რაკეტა ისროლეს.
გავრცელდა უკრაინის პრეზიდენტის კიდევ ერთი განცხადება, რომელშიც ზელენსკი მსოფლიოს მიმართავს.
“გრძელდება ბრძოლა ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის, მიწისთვის, უკრაინელი ერის გადარჩენისთვის. რუსი ოკუპანტები ვერ შეძლებენ ჩვენს დაპყრობას, მათ არ აქვთ შესაბამისი სიძლიერე და სულისკვეთება, ისინი დგანან მხოლოდ ძალადობაზე, მხოლოდ ტერორზე, იარაღზე, რომელიც ბევრი აქვთ, მაგრამ ოკუპანტებს არ აქვთ ნორმალური ცხოვრების ბუნებრივი საფუძვლები, იმისათვის, რომ ადამიანებმა ბედნიერება განიცადონ და იოცნებონ, მათ ორგანულად არ შეუძლიათ ცხოვრება ნორმალური გახადონ. ყველგან, სადაც რუსეთმა სხვის მიწაზე შეაბიჯა, ოცნებები შეუძლებელია. მინდა მივმართო მსოფლიოს – ბოროტება, რომელიც მიზანმიმართულად ბომბავს მშვიდობიან ქალაქებს, ბოროტება, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანებსაც კი ესვრის და ანგრევს საავადმყოფოებს, ვერ შეჩერდება ერთ ქვეყანაში, თუ მას ექნება ძალა, უფრო შორს წავიდეს. ჩვენს ერს ვერავინ დაამარცხებს,”- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.