ჯანდაცვის მინისტრი: პანდემიის დასასრულისკენ ნამდვილად მივდივართ[ვიდეო]

 პანდემიის დასასრულისკენ ნამდვილად მივდივართ, რადგან მნიშვნელოვნად არის შემცირებული როგორც ჰოსპიტალიზაცია, ასევე ყოველდღიური ინფიცირების შემთხვევები, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

ამასთან, როგორც აზარაშვილმა განაცხადა, ორშაბათიდან ​კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების მხოლოდ ნაწილი უქმდება.

„800-ზე ნაკლებია იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც ჰოსპიტალში მკურნალობენ. ასევე ძალიან შემცირებულია სიკვდილიანობა. ბოლო ერთი წლის მანძილზე ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო, წინა დღეებში იყო 8-10 შემთხვევა“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.