1-ელ აპრილს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება  ქსელში ჩართულ აბონენტებს.

მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 აპრილს 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს წალკის რაიონის სოფლებში განთიადი, სამება, გუნიაკალა, წინწყარო, სანთა და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ახალ წყალი, ქვემო თელეთი, თელეთი, წალასყური, მუხრან დაჩები და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ვახტანგისი, ნაზარლო, ქესალო, კაპანახჩი, თაზაქენდი და მიმდებარე სოფლებში;

13:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს და მარნეულის რაიონის სოფლებში ხაიში, მზიანეთ, კიზილ-აჯლო, მარაბდა, ჯანდარა და მიმდებარე სოფლებში;

13:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ვაზიანი, მარტყოფი, სააკაძე და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.