„ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ქსელში ჩართულ აბონენტებს.
კომპანიის ცნობით, 11 მარტს 11:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში აქთაკლია, ყარაჯალარი, ფოლადაანთკარი, გაჩიანი და მიმდებარე სოფლებში; 1
1:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში კალინინო, თაზაქენდი, ბირლიკი, როზა და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს მარნეულში სამედ ვურგუნის, მაზმიაშვილის, მახარაძის, ჟორდანიას, რუსთაველის და მიმდებარე ქუჩებზე;
11:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში კონსტიტუციის, კოსტავას, სარაჯიშვილის, ბარათაშვილის, ბათუმის და მიმდებარე ქუჩებზე;
12:00-დან 12:30 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში დისველი, დაღეთი და მიმდებარე სოფლებში;
12:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ბოლნისში და ბოლნისის რაიონის სოფლებში რატევანი, აკაურთა, ზვარეთი და მიმდებარე სოფლებში;
13:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში სართიჭალა, მუღანლო, ახალსოფელი და მიმდებარე სოფლებში.
ამასთან, კომპანიაში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.