კორონავირუსის ახალი შემთხვევები აღირიცხა

საქართველოში კორონავირუსის 466 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 24 საათში 2 944 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 15 პაციენტი. რაც შეეხება რეგიონს, ქვემო ქართლში 17 ახალი შემთხვევა აღირიცხა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 5 234 ტესტი, ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია:დღიური – 8,9%, ბოლო 14 დღის – 15,34%, ბოლო 7 დღის – 12,36%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 635 975 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 588 829 გამოჯანმრთელდა, 16 569 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 833 144 აცრა, დღიურად აცრილია 124.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 1 461 პირი.

ამასთან, 13 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 823 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 445 პაციენტი, გარდაიცვალა 24.