16 მარტს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კომპანიის  ქსელში ჩართულ აბონენტებს.

მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 მარტს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში მე-17, მე-11, 19-ე, 16-ე მიკრორაიონებში, სანაპიროს, ტაბიძის, მშენებელთა, მაზნიაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე;

11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ახალი სამგორი, მთისძირი, კრწანისი, ფონიჭალა, კუმისის ტბა და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში პატარა ლილოში, ვარკეთილის მეურნეობაში, ქვიშიანში, დიდ ლილოსა და მიმდებარე სოფლებში;

13:30-დან 16:30 საათამდე აბონენტებს გარდაბანში აღმაშენებლის, ოქტომბრის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე სოფლებში კაპანახჩი, ქესალო, ნაზარლო და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ცნობით,სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.