გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს. ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 მარტს 10:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ვაზიანი, მარტყოფი, სააკაძე და მიმდებარე სოფლებში;
10:30-დან 17:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში შევჩენკოს, კლდიაშვილის, მარჯანიშვილის, ლესელიძის, სანაპიროს, ერისთავის, თავგორაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე;
11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში თამარისი, ქოლაგირი, ერქევანი, ახალი დიოკნისი, ალავარი და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.