“ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კომპანიის ქსელში ჩართულ აბონენტებს.
მათივე ცნობით, 21 მარტს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში კოდა, მუხათი, ბორბალო, ერტისი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს მანგლისში გვრიტიშვილის, ფომინის, ბარათაშვილის, წიკლაურის, მშვიდობის, გურამიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე; 15:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მანგლისში კლდიაშვილის, სტალინის და მშვიდობის ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.