23 მარტს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კომპანიის ქსელში ჩართულ აბონენტებს.

“ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 მარტს 03:00-დან 03:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში მეგობრობის, მე-17, მე-19, მე-12, მე-7, მე-8, მე-20 მიკრორაიონებში, შარტავას, რუსთაველის, თბილისის, თოდრიას და მიმდებარე ქუჩებზე;

11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს წალკის რაიონის სოფლებში ავრანლო. აშკალა, კილისა, ნარდევანი, კუში, აიაზმა, ოზნი, ბურნაშეთი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.”- ნათქვამია ინფორმაციაში.