25 მარტს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კომპანიის ქსელში ჩართულ აბონენტებს.

მათივე ცნობით, 25 მარტს 11:10-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულში სამედ ვურგუნის, მაზნიაშვილის, ყარყარაშვილის, ლეონიძის და მიმდებარე ქუჩებზე;

12:30-დან 14:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში მარტყოფი, ვაზიანი, სააკაძე და მიმდებარე სოფლებში;

12:30-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ვაზიანში;

16:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში ნახიდური, მუხრანა, სავანეთი, სისკალა, დაბა თამარისი, მამხუტი და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.