“ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კომპანიის ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს.
“26 მარტს 11:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ აბონენტებს მარნეულში ნარიმანოვის, რუსთაველის, სამედ ვურგუნის, მერაბ კოსტავას, ერეკლე მეორეს, ახუნდოვის, აზი-ასლანოვის, ტაბიძის და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში საბირკენდი, ალგეთი, წერეთელი, ბაილარი, ალგეთი.
27 მარტს 12:00-დან 18:00 საათამდე – აბონენტს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანში. 12:00-დან 14:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში მარტყოფი, ვაზიანი, გამარჯვება, სააკაძე, ვაზიანის დასახლებაში, კახეთის გზატკეცილზე და მიმდებარე ტეროტორიაზე.
28 მარტს 10:00-დან 13:00 საათამდე – რუსთავში დავით გარეჯის, მშვიდობის, ჯავახიშვილის, სააკაძის, გაგარინის, მაზნიაშვილის, ქაშაკაშვილის, ტურგენევის, მშენებელთა ქუჩებზე.
28 მარტს 11:00-დან 17:00 საათამდე – გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებს ნაზარლო, ვახტანგისი, ქესალო, კაპანახჩი, თაზაქენდი, ლელაშხა, ვარკეთილის მეურნეობა.
კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.