29 მარტს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

“ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კომპანიის ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს.

მათივე ცნობით, 29 მარტს 12:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ აბონენტებს მარნეულში 26 მაისის, 300 არაგველის ქუჩებზე და სოფლებში ყიზილაჯლო, ჯანდარი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.