საქართველოში კორონავირუსის 599 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 24 საათში 3 846 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა შვიდი პაციენტი. რაც შეეხება რეგიონს, ქვემო ქართლში 20 ახალი შემთხვევა აღირიცხა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 22 532 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,66%, ბოლო 14 დღის – 5,73%, ბოლო შვიდი დღის – 4,18%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 644 711 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 608 441 გამოჯანმრთელდა, 16 688 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 848 368 აცრა, დღიურად აცრილია 1 521.