8 მარტს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

“ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კომპანიის ქსელში ჩართულ აბონენტებს.

მათივე ცნობით, 8 მარტს 15:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანში; 9 მარტს 11:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ახალსოფელი, საცხენისი, მარტყოფი, სააკაძე, ნასაგური და მიმდებარე სოფელბში; 14:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს თეთრწყაროში სტალინის, თავდადებულის, გორგასლის, გიორგი ბრწყინვალეს, მუსხელიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.