CENN პარტნიორებთან – კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), ქვემო ქართლის მედია და პირველი ევროპელი ერთად, ოთხწლიან, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროექტს იწყებს.
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერების პროგრამის მიზანია, ქვემო ქართლისა და სამცხე ჯავახეთის რეგიონებში ადგილობრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება შემდეგი მიმართულებებით: ორგანიზაციული განვითარება, ფინანსური მდგრადობა, ლობირება და ადვოკატირება, მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მონაწილეობრივ პროცესებში ჩართულობა. პროგრამა განსაკუთრებულ ფოკუსს მოახდენს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სოციალური სერვისების მიწოდებასა და განვითარებაში.
ორგანიზაციის ინფორმაციით, პროექტი 4 წლის განმავლობაში ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის 8 მუნიციპალიტეტში იმუშავებს.
შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამა (CDP) მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
- პროგრამის მონაწილე ორგანიზაციების შესაძლებლობების და საჭიროებების ანალიზი;
- სწავლება, ტრენინგები და ინდივიდუალური მენტორული სესიები;
- თემატური კონსულტაციები ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან;
- სასწავლო ვიზიტები ჩეხეთში საუკეთესო ევროპული პრაქტიკების გასაცნობად;
- ახალგაზრდა პროფესიონალთა პროგრამა (YPP);
- საგრანტო კონკურსი.
“მსოფლიოში შექმნილმა კრიზისებმა – კოვიდ-19 პანდემიამ და ბოლო დროს რუსეთის მიერ დაწყებულმა ომმა უკრაინაში, კიდევ ერთხელ დაამტკიცა სამოქალაქო საზოგადოების უმნიშვნელოვანესი როლი კრიზისების მართვასა და ადამიანის უფლებების დაცვაში.”– ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.