N20 საოლქო საარჩევნო კომისიაში კანდიდატი ორმა საარჩევნო სუბიექტმა დაარეგისტრირა

რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისთვის საარჩევნო კომისიაში პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატი ორმა საარჩევნო სუბიექტმა დაარეგისტრირა.

N20 საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ კანდიდატების დასარეგისტრირებლად პოლიტიკურ სუბიექტებს ვადა 3 მარტამდე აქვთ.

კანდიდატი დაარეგისტრირეს პარტიებმა “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური მოძრაობა სოციალური სამართლიანობისთვის” და “საქართველოს ერთობისა და განვითარების”.

მამუკა ტუსკაძე

პარტიიდან “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური მოძრაობა სოციალური სამართლიანობისთვის” მაჟორიტარი კანდიდატი იქნება მამუკა ტუსკაძე.

 

 

პარტიიდან  “საქართველოს ერთობისა და განვითარების” კამალ მურათხანოვი დაარეგისტრირა.