კორონავირუსის ახალი შემთხვევები ქვეყანასა და რეგიონში

საქართველოში კორონავირუსის 872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 24 საათში 913 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 18 პაციენტი. რაც შეეხება რეგიონს, ქვემო ქართლში კოვიდის 33 ახალი შემთხვევა აღირიცხა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 18 331 ტესტი,კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია:დღიური – 4,76%, ბოლო 14 დღის – 10,19%, ბოლო 7 დღის – 6,61%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 640 550 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 594 924 გამოჯანმრთელდა, 16 630 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 839 891 აცრა, დღიურად აცრილია 1 395.