მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის რეგისტრაცია სავალდებულო ხდება

 2022 წლის 28 მარტიდან AM კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია სავალდებულო ხდება.

საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით,  „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, მოპედი და მსუბუქი კვადროციკლი  კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციას ექვემდებარებიან. მიმდინარე წლის 28 მარტამდე მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის პირველადი რეგისტრაციისათვის რეგისტრაციის გამარტივებული წესი მოქმედებს.

გარდა მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისა, 2022 წლის 28 მარტამდე AM კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება ან/და რეგისტრაციიის მიზნით პირველადი რეგისტრაციისთვის განკუთვნილი დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების (PTI) ცენტრების საშუალებითაც.