მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობის სამუშაოები რუსთავში [ვიდეო]

რუსთავში მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობის სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაოების ფარგლებში, ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე 500-მდე, ხოლო მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე 700-მდე ნერგი ირგვება.

ასევე მიმდინარეობს სეზონური სამუშაოები, როგორიცაა ხეების გადაბელვა და მოთიბვა.

“რუსთავ სერვისცენტრის” თანამშრომლები ღამის საათებში მწვანე ნარგავების შეწამვლის სამუშაოებაც ასრულებენ.