პუტინი გეგმავს, რომ რუსებს დაობლებული უკრაინელების შვილად აყვანის შესაძლებლობა მისცეს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოსკოვში „ბავშვთა უფლებების კომისარს“ მარია ლვოვა-ბელოვას შეხვდა.

პუტინმა შეხვედრა კანონში ცვლილებების განსახილველად გამართა, რომელიც რუსებს საშუალებას მისცემს, რომ დაობლებული უკრაინელი ბავშვები იშვილონ.

ცვლილებების თანახმად, დონეცკსა და ლუგანსკში მცხოვრები ბავშვები, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა არ აქვთ, შვილად აყვანას დაექვემდებარებიან.

„ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა ბიუროკრატიულ შეფერხებებზე, არამედ ბავშვების ინტერესებზე. ვაკეთებ კანონმდებლობის შეცვლის წინადადებას. მივმართავ სახელმწიფო სათათბიროს, დარწმუნებული ვარ, რომ დეპუტატები მხარს დაგვიჭერენ“, – განაცხადა პუტინმა.