რატომ იყო შავი კვამლი რუსთავში

რუსთავში, თბილისის ქუჩის მიმდებარედ ხანძარი იყო.ხანძარი ძველი წყალსაქაჩის ტერიტორიაზე, საბურავებს გაუჩნდა.

მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება დროულად შეძლეს.

ინფორმაციისთვის, რეზინის საბურავების ღია წესით დაწვა აკრძალულია და კონტროლი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კომპეტენციაა. კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცხელ ხაზზე 153.