რომელმა პარტიამ მოხსნა კანდიდატი შუალედური არჩევნებისთვის

პარლამენტის 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის “საქართველოს განვითარების პარტიამ” კანდიდატის მოხსნის მოთხოვნით ცესკოს მიმართა.  პარტიიდან  რუსთავსა და გარდაბნის სოფლებში შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატად ვახტანგ იაშვილი იყო წარდგენილი. როგორც პარტიის პრესსამსახურში Tv4-ს განუცხადეს, პარტიამ ცესკოს კანდიდატის მოხსნის განცხადებით, გუშინ მიმართა.

საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის წარდგენილი კანდიდატები არიან:

41 “ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო”- ირაკლი შატაკიშვილი

59 საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია – კამალ მურადხანოვი

34 საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური მოძრაობა სოციალური სამართლიანობისთვის – მამუკა ტუსკაძე