სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრისა და საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსნების ორგანიზებით, რუსთავის თეატრში სამეცნიერო კონფერენცია „ქართული ტრადიციული სამოსი“ ჩატარდა.
მოეწყო მე-18, მე-19 საუკუნეების პერიოდში გამოყენებადი ავთენტური სამოსის გამოფენა. ასევე წარმოდგენილი იყო თენგისზ ურთმელიძის გამოფენა ” სუხიშვილების ოქროს ხანა”.
გამოფენის დათვალიერების შემდეგ ადგილზე მისულმა სტუმრებმა კონფერენციის შედეგად ტრადიციული სამოსის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.