ჟიული შარტავას დაბადებიდან 78-ე წელს, რუსთავში ეროვნული გმირის სახელობის სკვერი გაიხსნება. ჟიული შარტავას სახელი მე-8 მიკრორაიონში არსებულ ახალ რეკრეაციულ სივრცეს, რუსთავის მერის ინიციატივით და მოსახლეობის თხოვნით, მიენიჭება.
ჟიული შარტავას დაბადების დღის აღსანიშნავად, დღეს ქალაქის მერმა და მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლებმა, ეროვნული გმირის ბიუსტი ყვავილებით შეამკეს.
“პირობას ვაძლევ რუსთაველებს, რომ ქალაქში ყველა ის ადგილი, სადაც განთავსებულია გმირთა მემორიალი, უახლოეს მომავალში იქნება აღდგენილი. ჩვენ საქმით უნდა მივაგოთ პატივი გმირებს, რომლებმაც ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს არამარტო ჩვენი ქალაქის, არამედ ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და დემოკრატიულ გაძლიერებაში. ეს აუცილებლად უნდა შემოვუნახოთ მომავალ თაობას და ახალგაზრდებს ვაჩვენოთ, რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანები იყვნენ. დღეს ჟიული შარტავას დაბადების დღეა, ეროვნული გმირის სახელი მიენიჭება, ჩვენი მოსახლეობის და ჩემი გადაწყვეტილებით ახალ რეკრეაციულ სივრცეს, რომელიც მე-8 მიკრორაიონში ძალიან მალე დასრულდება.”- განაცხადა რუსთავის მერმა.
ამასთან, ნინო ლაცაბიძის ინიციატივით, უახლოეს მომავალში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება დიდების ხეივანს და ჟიული შარტავას სახელობის მოედანსაც.
მე-8 მიკრორაიონის სკვერის რენდერები, რომელსაც ეროვნული გმირის სახელი უნდა მიენიჭოს, ასე გამოიყურება: