ქვეყანაში ეპიდვითარების დასტაბილურების პარალელურად, ჯანდაცვის სამინისტრომ რეგიონში საწოლფონდის რესურსი შეამცირა.
როგორც ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ სამსახურში TV4-ს განუცხადეს, სტატისტიკის შემცირების გამო, სტაციონარსა და ამბულატორიულ მომსახურებაზე მოთხოვნამ იკლო და ქვემო ქართლში ამ დროისთვის 500-მდე საწოლია მობილიზებული.
სააგენტოს რეგიონული სამსახურის კოორდინატორის, თეა ბაკაშვილის ინფორმაციით, კოვიდპაციენტების რიცხვი შემცირდა სტანციონარშიც. უახლოეს დღეებში ქვემო ქართლში ცალკეული კოვიდკლინიკების გაუქმებაც იგეგმება.
“დღევანდელი მონაცემებიდან გამომდინარე, კოვიდპაციენტების მიმართვიანობა სტაციონარულ შემთხვევებში შემცირებულია, შემცირებულია საწოლფონდიც სულ რაღაც 500-მდე საწოლია მობილიზებული. 15 მარტის შემდეგ ისევ ველოდებით, რომ შემცირდება საწოლფონდი ქვემო ქართლის მასშტაბით “- განაცხადა თეა ბაკაშვილმა.