“წითელი ჯვრის” დელეგატები რუსთავის ვაქცინაციის ცენტრში ვითარებას გაეცნენ [ვიდეო]

,,წითელი ჯვრისა და ნახევარ მთვარის” საერთაშორისო ფედერაციის დელეგატები დღეს რუსთავის წითელი ჯვრის წარმომადგენლებს შეხვდნენ. დელეგატებმა წითელი ჯვრის ვაქცინაციის სერვისსცენტრი ადგილზე დაათვალიერეს და ვაქცინაციის პროცესში მოსახლეობის ჩართულობის  შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენელები დღის განმავლობაში ქვემო ქართლის სხვადასხვა მუნიციპალიტეტს ესტუმრებიან და ადგილზე შეაფასეს ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა.