ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში – ერთმანეთს ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

რუსთავში, სტამბულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ავტობუსი და “ბე-ემ-ვეს” მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ავტობუსში მგზავრები არ იმყოფებოდნენ.