ბოლნისში ორგანიზაცია “HEKS/EPER”-ის ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

ბოლნისში ორგანიზაცია “HEKS/EPER”-ის ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

ბოლნისის ახალ მუზეუმში პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა.
ევროკავშირის მხარდაჭერით, ორგანიზაცია HEKS/EPER იწყებს ახალ პროექტს, რომლის მიზანია ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია, კარგი მმართველობის ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიზნესის განვითარება ქვემო ქართლის რეგიონში.
ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში გიორგი დოხტურიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და ბოლნისის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ.

ახალი პროექტი ქვემო ქართლში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და HEKS-EPER-ის მიერ რეგიონალურ პარტნიორ ორგანიზაციებთან სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი (CIF) -ის მხარდაჭერით, რეგიონის  სამ მუსნიციპალიტეტში : ბოლნისში, დმანისაა და მარნეულში ხორციელდება.