კელი დეგნანი რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, რუსთავში ვიზიტის ფარგლებში, საკრებულოს თავმჯდომარეს, ნოდარ შეროზიას შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ამერიკის ელჩის ინიციატივით შედგა.

ნოდარ შეროზიამ, ელჩს წარმომადგენლობით ორგანოში ამჟამად მიმდინარე პოლიტიკური პროცესები გააცნო და ხაზი გაუსვა თვითმმართველობაში მრავალპარტიული, დემოკრატიული პროცესის მნიშვნელობას.