რუსთავში, მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს დამაკავშირბელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მტკვარში მამაკაცს ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო ჯგუფები, საძიებო სამუშაოებს ატარებენ. მამაკაცი სავარაუდოდ, 60 წლამდეა და ის ბოლოს მდინარის ნაპირთან ნახეს.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.