საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ოთარ ხმელიძის სახელობის მე-9 საერთაშორისო ტურნირი დასრულდა.
საერთაშორისო ტურნირს, რუსთავის ქიმიკოსთა სპორტული კომპლექსი მასპინძლობდა.
ტურნირში მონაწილეობას 2006-2007 წელს დაბადებული მოზარდებისგან დაკომპლექტებული 8 გუნდი იღებდა.
შესარჩევი ჯგუფური ეტაპის შემდეგ პლეი ოფში ოთხი გუნდი : “ზაზას აკადემია”, “ვინგსი”, “რუსთავი” და “დინამო” იღებდა.
ტურნირის დასასრულს სამი გამარჯვებული გამოვლინდა. მესამე ადგილზე “რუსთავი” გავიდა, მეორეზე საკალათბურთო კლუბი “ვინგსი“, ტურნირის გამარჯვებული კი “ზაზას აკადემია” გახდა.
გამარჯვებულებს სხვადსხვა ჯილდო გადაეცათ.