პარლამენტი 12 აპრილის პლენარულ სხდომაზე ირაკლი შატაკიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილებას ცნობს.
შატაკიშვილის უფლებამოსილების ცნობის საკითხი საპროცედურო კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა.
კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, „ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან შემოსული შესაბამისი დოკუმენტაციისა და საარჩევნო კომისიის ოქმის საფუძველზე კომიტეტი უფლებამოსილია ცნოს ირაკლი შატაკიშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების საკითხი“.
კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს აღნიშნულ საკითხს, რომელიც პარლამენტის ბიუროს გადაეცემა. ამის შემდეგ ირაკლი შატაკიშვილი უფლებამოსილი იქნება შეუდგეს პარლამენტის წევრის საქმიანობას.