როგორი ამინდი იქნება რუსთავში

დღეს, 27 აპრილს რუსთავში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში მცირე წვიმას პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსია მოსალოდნელი.

30 აპრილამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +20, +25, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +24, +29 გრადუსი დაფიქსირდება.