კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხვალ, 29 აპრილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კომპანიის ქსელში ჩართულ აბონენტებს ქვემო ქართლში.
კერძოდ, მათივე ცნობით, 10:30-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში კასუმლო, არაფლო, ულაშლო, ქუშჩი, ბეითარაბჩი, ახლომახმუდლო და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში ტალავერი, ხატისოფელი, სავანეთი, ფოლადაური, პატარა დარბაძი, ჭაპალა და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში კრწანისი, ფონიჭალა, მთის ძირი, სართიჭალა და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თეთრწყაროში სტალინის, თავდადებულის, დემეტრაშვილის, 26 მაისის, გიორგი ბრწყინვალეს და მიმდებარე ქუჩებზე;
12:00-დან 12:30 საათამდე და 18:30-დან 19:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში არხოტი, ნაპილნარი, ზემო ჭინჭრები, შეხვეტილა და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიაში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.