რუსთავში 9 აპრილის მემორიალი ყვავილებიᲗ Შეამკო

რუსᲗავის მერმა, ნინო ლაცაბიᲫემ და რუსᲗავის მაᲟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტᲨი, ირაკლი ᲨატაკიᲨვილმა დიდების ხეივანში, 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

რუსᲗავის მერი მაᲟორიტარᲗან და საკრებულოს “ქარᲗული ოცნების” დეპუტატებᲗან ერᲗად, მემორიალᲗან მივიდა და 9 აპრილს დაᲦუპულᲗა ხსოვნას პატივი მიაგო.

9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა.

დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.