სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა და დაშავებულთა საერთაშორისო დღე – დისკუსია გაიმართა

სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა და დაშავებულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პროფესიული კავშირების ორგანიზებით, საჯარო დისკუსია გაიმართა.შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემა შრომის უსაფრთხოება იყო.

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს შრომის ინსპექციისა და დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლებმა. შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლებისა და პროფკავშირების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მოგვიანებით, ორგანიზატორებმა, შეხვედრის მონაწილეებთან ერთად, წმინდა ნინოს ეკლესიაში გადაინაცვლეს, სადაც პროფესიული საქმიანობის დროს დაღუპულთა სულების მოსახსენებლად პარაკლისი აღევლინა.