წარმატება კრივში – რუსთავს კიდევ ერთი საქართველოს ჩემპიონი ჰყავს[ვიდეო]

რუსთავს კიდევ ერთი საქართველოს ჩემპიონი ჰყავს – ფოთის ჭაბუკ მოკრივეთა ჩემპიონატში რუსთაველმა მოკრივეებმა იასპარეზეს.

რომან გუსეინოვმა საქართველოს ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა. ჭაბუკებს შორის, 48 კილოგრამ წონით კატეგორიაში რუსთაველმა სპორტსმენმა 3 შეხვედრა ჩაატარა და სამივე გამარჯვებით დაასრულა.

მესამე ადგილს დასჯერდა ელნურ აბდულაევი. სპორტსმენმა 63 კგ წონით კატეგორიაში 2 შეხვედრა გამართა.