სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის საკონფერენციო დარბაზში რუსთაველ მოკრივეებთან შეხვედრა გაიმართა. წლის წარმატებულ სპორტსმენებს რუსთავის მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილი, აიპის ხელმძღვანელი დავით შანიძე და სპორტის დეპატრამენტის ხელმძღვანელი გიორგი დემეტრაშვილი შეხვდნენ.
გიორგი კაპანაძეს, ლუკა კუბლაშვილს, ლაშა გურულს, რომან გუსეინოვს და ნიკოლოზ ბეგაძეს ხელმძღვანელი პირები მადლობის სიგელები და სპორტული მაღაზიის სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ.
მსგავსი შეხვედრები სხვა რუსთაველ წარმატებულ სპორტსმენებთანაც იგეგმება.