პროექტის “ახალაგზრული მეწარმოება სოფლის განვითარებისთვის” ფარგლებში, სასწავლო ცენტრში “მოდუსი” საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას 18-35 წლამდე ახალგაზრდები ესწრებოდნენ.
შეხვედრის ფარგლებში დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა ინფორმაცია მიიღეს დაგეგმილი ტრენინგების, ფინანსური მხარდაჭერისა და სხვა აქტივობების შესახებ.
მსენელებმა კითხვა-პასუხის რეჟიმში მოისმინეს პროექტის ბენეფიტები და მონაწილეობის პირობები.
პროექტი სამ წლიანია და მას საქართველოში მერსი ქორფსის წარმომადგენლობა ახორციელებს.
პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების, მაღალმთიანი სოფლების მკვიდრი, იძულებით გადაადგილებული და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ხელშეწყობას.
პროექტი ხელს შეუწყობს 1,500-ზე მეტ ახალგაზრდას (50% ქალი), ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობების წარმომადგენლებს, მაღალმთიანი სოფლების მკვიდრებს, ეკომიგრანტებს, იძულებით გადაადგილებულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, განივითარონ სამეწარმეო უნარები და შესაძლებლობები, რათა შექმნან 50-ზე მეტი მდგრადი, ახალი ან/და გააფართოვონ უკვე არსებული, ახალგაზრდების მიერ მართული სოფლის მეურნეობისა და არასასოფლო-სამეურნეო საწარმო/ბიზნესი.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საბაზისო ტრენინგები დაიწყება 2022 წლის მაისში. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 31 მაისი. რეგისტრაცია მიმდინარეობს ონლაინ, შემდეგ ბმულზე: www.bit.ly/3iOl8bi