“რუსთავი მეტალურგიული ქალაქია, აქ ბევრი საწარმოა წარმოდგენილი, შრომის ინსპექცია ზედამხედველობას ახორციელებს თითოეულ საწარმოზე, დარღვევები საწარმოების სტრუქტურიდან გამომდინარე, მძიმე მრეწველობაა და შესაბამისად, გამოწვევები კვლავ რჩება, მაგრამ პრევენცია არის ის ძირითადი მიზანი, რასაც გვინდა, რომ მივაღწიოთ. დინამიკა დადებითია და მომავალში გვსურს, რომ კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა გამოვიჩინოთ ამ მიმართულებით და დასაქმებულთა და დამსაქმებელთა ჩართულობით, ერთობლივად უზრუნველყოთ უსაფრთხო გარემოს შექმნა.”– ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ TV4-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც რუსთავის საწარმოებში, შრომითი პირობების მიმართულებით, არსებულ ვითარებას ეხებოდა.