ბილაინი შეფერხებით მუშაობს. ამის შესახებ მომხმარებლებმა TV4-ს განუცხადეს. მათი თქმით, შეფერხებაა ზარებთან და ინტერნეტთან დაკავშირებით. მომხმარებლები ამბობენ, რომ პრობლემაა შემომავალ ზარებზეც.
კითხვაზე, როდის გამოსწორდება ხარვეზი, პრესსამსახურში ამბობენ, რომ შეფერხება მუდმივი არ იყო და ხარვეზი უკვე აღმოფხვრილია.
“10 აპრილს გვიან საღამოს დაფიქსირდა ხარვეზი გამავალ ზარებზე აბონენტების მცირე ნაწილთან. ხარვეზი იმ საღამოსვე აღმოიფხვრა და ამ დროისთვის ყველა მომსახურება გამართულად მუშაობს”.- განაცხადეს კომპანიის პრესსამსახურში.