ბოლო ორ დღეში რუსთავის მერიის საინფორმაციო ნომერზე 1300, 250-მდე შეტყობინება შევიდა.
უამინდობამ და ძლიერმა ქარმა ქალაქში გუშინ პრობლემები შექმნა, რამდენიმე მისამართზე ქარმა საცხოვრებელ კორპუსებს სახუარევბი ახადა, მოგლიჯა ხეები და გარე განათებები დააზიანა.
მიმდინარეობს საინფორმაციო ნომერზე შესული შეტყობინებების მისამართებზე გადამოწმება და მერიის შესაბამისი სამსახურები მუშაობენ სხვადასხვა ლოკაციაზე.
პროცესის დასრულების შემდეგ, ზარალის დათვლა უნდა მოხდეს.