გამოვლინდა 290 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 2 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 290 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 24 საათში 80 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში გარდაიცვალა ორი პაციენტი. ქვემო ქართლში 14 ახალი შემთხვევა აღირიცხა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 24 676 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,18%, ბოლო 14 დღის – 1,14%, ბოლო შვიდი დღის – 1,06%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 654 665 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 636 188 გამოჯანმრთელდა, 16 802 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 878 403 აცრა, დღიურად აცრილია 1 000.