დალაქიშვილი: საწარმოებთან უფრო მკაცრი მიდგომები, პრობლემის მოგვარებას ხელს შეუწყობს

“გვაინტერესებს სამინისტროს პოზიცია, საწარმოების მიმართ კიდევ მკაცრი მიდგომები ხომ არ იქნება, ვინაიდან რუსთავში ძალიან მძაფრად დგას ჰაერის დაბინძურების პრობლემა და ვფიქრობ, რიგ შემთხვევაში უფრო მკაცრი მიდგომები, პრობლემის მოგვარებას და  პრევენციას უფრო ხელს შეუწყობს”– პარლამენტის წევრმა, ალექსანდრე დალაქიშვილმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეორნეობის მინისტრს, ოთარ შამუგიას, რომელიც პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში სიტყვით გამოვიდა, კითხვით მიმართა.

ალექსანდრე დალაქიშვილის განცხადებით, ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონის ფარგლებში გათვალისწინებულ მოთხოვნებს, საწარმოების ნაწილი არ ითვალისწინებს და ფილტრაციის სისტემის დამონტაჟებას არ გეგმავს.

დალაქიშვილის თქმით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, სამინისტროსთან ერთად, აქტიურად მუშაობს და რუსთავში საწარმოების მონიტორინგი მიმდინარეობს.

“თქვენს ანგარიშში, როგორც აღნიშნეთ, რამდენიმე თვეა უკვე ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონი საწარმოებს ავალდებულებს, თვითმონიტორინგის სისტემებით, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაკონტროლებას. აქტიურად ვმუშაობთ გარემოს  დაცვის კომიტეტი სამინისტროსთან, მონიტორინგი მიმდინარეობს. რუსთავში აქტიურად ვართ ჩართულები. გამოვლინდა მთელი რიგი საწარმოები, რომლებიც კანონის ამ მოთხოვნებს, ასე ვთქვათ,  არ იცავენ და განცდა დაგვრჩა რამდენიმე საწარმოს მხრიდან, რომ არც გეგმავენ და  გვაინტერესებს სამინისტროს პოზიცია, ესეთი საწარმოების მიმართ, კიდევ მკაცრი მიდგომები ხომ არ იქნება, ვინაიდან რუსთავში ძალიან მძაფრად დგას ჰაერის დაბინძურების პრობლემა და ვფიქრობ, რიგ შემთხვევაში უფრო მკაცრი მიდგომები, პრობლემის მოგვარებას და  პრევენციას უფრო  ხელს შეუწყობს”-  განაცხადა ალექსანდრე დალაქიშვილმა.

როგორც ოთარ  შამუგიამ საპასუხოდ განაცხადა,რუსთავში მიმდინარეობს მონიტორინგი, თვითმონიტორინგის სისტემების ამოქმედებასთან დაკავშირებით, ასევე საწარმოების მიერ შესაბამისი ფილტრების მონტაჟთან დაკავშირებით, რაც ვალდებულებით არის განსაზღვრული. ხუთი ორგანიზაციაა, რომელიც თვითმონიტორინგის სისტემაში არის ჩართული, ორს აქვს განაცხადი გაკეთებული”.