ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს. ამ დღეს მორწმუნეები მიცვალებულთა საფლავებზე გადიან.
ტრადიციის მიხედვით, მორწმუნეებს საფლავებზე პასქა და წითელი კვერცხები მიაქვთ, რაც აღდგომის დღესასწაულის სიმბოლოა.
ამ წუთებში, რუსთავის სასაფლაოსკენ მიმავალ გზაზე შეფერხება არ არის და ავტომობილები ნელი ტემპით, თუმცა უპრობლემოდ გადაადგილდებიან.
ამასთან, რუსთავის სასაფლაოების მიმართულებით 08:00-დან 20:00 საათამდე უფასო ავტობუსები დღესაც იმოძრავებს.