ვის აძლევს ვაქცინის მეოთხე დოზის გაკეთების რეკომენდაციას NCDC

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიღებულია გადაწყვეტილება რომ 50 წლის ზემოთ ადამიანებს მიეცეთ მტკიცე რეკომენდაცია გაიკეთონ ვაქცინის მე-4 დოზა, ანუ მეორე ბუსტერი.

გამყრელიძის თქმით, ამ ეტაპზე მე-4 დოზა ქვეყანაში დაახლოებით 4 000-მდე ადამიანს აქვს გაკეთებული.

“დაახლოებით 4 000-მდე ადამიანს 4 დოზა ქვეყანაში გაკეთებული აქვს სხვადასხვა მიზნებით, მათ შორის, ქრონიკული დაავადებებით დაავადებულებს. მაგრამ უკვე გადაწყვეტილებაა რომ 50 წლის ზემოთ ადამიანებს მიეცეს მტკიცე რეკომენდაცია რომ მათ გაიკეთონ მეორე ბუსტერი, 4 თვის შემდეგ პირველი ბუსტერიდან ან დაავადების გადატანიდან.

რაც შეეხება ქვემო ასაკს, უკვე შევთანხმდით ასევე რომ, ეს იქნება 12 წლის ასაკის ზემოთ რეკომენდირებული, იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვს ქრონიკული დაავადებები,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.