რუსთავსა და კიდევ სამ ქალაქში შინაგან საქმეთა სამინისტრომ “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი ცხრა პირი დააკავა. დაკავებულებს ბრალად “ქურდული სამყაროს” წევრობა, საქმიანობის მხარდაჭერა, “ქურდული სამყაროს” წევრისთვის მიმართვა ედებათ.
გამოძიებით დადგინდა, რომ “ქრუდული სამყაროს” წევრები, ბიზნესპარტნიორებს შორის დავის გადასაწყვეტად “ქურდული გარჩევის” მოსაწყობად, საზღვარგარეთ მყოფ ქართველ კანონიერ ქურდს დაუკავშირდნენ, რომელიც გარჩევაში დისტანციურად ჩაერთო და ერთ-ერთ ბიზნესმენს მეორე პარტნიორის სასარგებლოდ, ვადებში 10 000 აშშ დოლარის გადახდა დააკისრა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრები – ა.ც., ლ.მ. და ზ.მ., ბიზნესპარტნიორებს შორის არსებული ფინანსური დავის გადაწყვეტის მიზნით, “ქურდული გარჩევის“ მოსაწყობად დაუკავშირდნენ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდს“ – ლ.ჩ.-ს, რომელიც “ქურდულ გარჩევაში“ დისტანციურად ჩაერთო და ერთ-ერთ ბიზნესმენს – ლ.ბ.-ს, მეორე ბიზნესპარტნიორის სასარგებლოდ, დადგენილ ვადაში 10 000 აშშ დოლარის გადახდა დააკისრა.
მხარეებს შორის ფინანსური დავის საბოლოოდ გადაწყვეტის მიზნით, ,,ქურდული სამყაროს“ წევრებმა რამდენჯერმე მოაწყვეს „ქურდული“ გარჩევა, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი ქართველი ,,კანონიერი ქურდი“ – ი. ხ.-ც მონაწილეობდა. ბრალდებულები სისტემატურად უკავშირდებოდნენ ერთმანეთს და აქტიურად განიხილავდნენ მხარეებს შორის არსებულ ფინანსურ დავას., – აცხადებენ შსს-ში.
„ქურდული სამყაროს“ წევრობის, „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს.